09:59 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-24 10:37:45, 2486 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ  მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო საქსტატს ოფიციალური სტატისტიკის წარმოებისთვის საჭირო პირველადი, უწყებაში არსებული ინფორმაციით უზრუნველყოფს,  რის საფუძველზეც საქსტატი სამინისტროს შესაბამისად დამუშავებულ ინფორმაციას მიაწვდის.

 „საიმედო და ზუსტი სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით სწორი პოლიტიკის შემუშავებისთვის. მჭიდრო თანამშრომლობა საქსტატთან, რომელიც ქვეყანაში ოფიციალური სტატისტიკის ერთადერთი მწარმოებელია, არის ძალიან მნიშვნელოვანი. სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქსტატს რეგიონებიდან ინფორმაციის მოპოვებასა და მიღების ორგანიზებაში დაეხმარება“, -  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ  აღნიშნა, დღევანდელი მემორანდუმის გაფორმებით,  უწყებებს შორის თანამშრომლობა ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის.

„მიმაჩნია, რომ თემატური სამუშაო ჯგუფების წევრების მონაწილეობით გამართული სამუშაო შეხვედრები, ხელს შეუწყობს როგორც ოფიციალური სტატისტიკის წარმოებას, ისე, გადაწყვეტილების მიმღები პირების მათთვის საჭირო და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის პროცესს“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics