|
2020-07-23 18:18:26, 3020 ნახვა
სამართალი
მარიამ ჯიშკარიანი - თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე შორს წასული გვამური მოვლენების გამო, ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელი იყო
შორს წასული გვამური მოვლენების გამო თამარ ბაჩალიაშვილის სხეულზე ტრავმული დაზიანებების აღმოჩენა შეუძლებელია, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. ჯიშკარიანი აღნიშნავს, რომ სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. ამ ექსპერტიზისათვის ნიმუშები აღებულია. „ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღინიშნებოდა. შინაგანი გამოკვლევით ძვლების ტრავმული დაზიანება არ გამოვლენილა. ცეცხსასროლი ან სხვა სახის ჭრილობები არ იქნება ნანახი. გამოვლინდა შორს წასული მოგვიანებითი მოვლენები. სხეულის ზედაპირული დაზიანებები, სისხლნაჟღენთებისა და სხვა ტრავმული დაზიანების სხვა შედეგების აღმოჩენა შეუძლებელი იყო მკვეთრად გამოხატული და შორს წასული გვიანი გვამური მოვლენების გამო. წინასწარი მონაცემებით, სიკვდილის ხანდაზმულობა 3-7 დღეა. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად აუცილებელია ჰისტოლოგიური და ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები. ამ ექსპერტიზისათვის ნიმუშები აღებულია“, - აღნიშნა ჯიშკარიანმა ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)