|
2020-07-23 18:10:57, 3303 ნახვა
სამართალი
მამუკა ჭელიძე - საგამოძიებო მოქმედებების და გამოძიების მთავარი ინტერესი და საგანი არის კითხვებზე პასუხის გაცემა
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების კვალიფიკაციის შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, გამოძიებამ გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების შემხებლობა ამ საქმესთან დაკავშირებით. „რაც შეეხება კვალიფიკაციის ნაწილს, გამოძიება დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე. ამ ეტაპზე, გამოძიება გრძელდება ამ კვალიფიკაციით და საგამოძიებო მოქმედებების და გამოძიების მთავარი ინტერესი და საგანი, როგორც წესი, ასეთ დროს არის კითხვებზე პასუხის გაცემა. ბუნებრივია, მესმის თქვენი და საზოგადოების ინტერესიც, გამოძიება ზუსტად ამ მიზნით მუშაობს. თვითმკვლელობის ვერსიაც რომ არსებობდეს, თვითმკვლელობასაც აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია, შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე უბრალოდ მიიყვანოს გარკვეულმა პირობებმა, გარკვეულმა პირებმა, ამიტომ, კვალიფიკაციის შემხებლობა საგამოძიებო მოქმედების არეალთან, ამ ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის. მნიშვნელოვანია ის, რომ გამოძიებამ სრული სიზუსტით გამორიცხოს ან დაადასტუროს ადამიანების თუ მოვლენების გარკვეული შემხებლობა გარდაცვალებასთან“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)