06:19 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-23 17:19:12, 3271 ნახვა

სამართალი
მამუკა ჭელიძე - პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება

პირველადი დათვალიერებით თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება, - ამის შესახებ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ამოღებულია წერილი, ანაბრის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების თაობაზე.

„პირველადი დათვალიერებით, გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. საქმეზე ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, დადგენილია, რომ 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილმა აფთიაქში შეიძინა გარკვეული მედიკამენტები, რაც გამოძიების მიერ დგინდება, არის თუ არა მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. ამოღებულია ასევე წერილი, სადაც საუბარია ანაბარის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც გამოთხოვილია ინფორმაცია თამარ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშების შესახებ. ასევე, თამარ ბაჩალიაშვილის სამუშაო ადგილიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, გამოიკითხნენ მისი თანამშრომლები, ოჯახის წევრები, გამოთხოვილია ვიდეოკამერის ჩანაწერები“, - განაცხადა ჭელიძემ.

მანვე განმარტა, თუ რა იგულისხმება იმაში, რომ ცხედარს პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„ძალადობის კვალი არ აღენიშნება ნიშნავს იმას, რომ პირველადი დათვალიერებისას მას მექანიკური დაზიანებები, იგულისხმება ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები და ვიზუალურად ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მაგრამ სასამართლოს ექსპერტიზის კვლევის საგანი არის ის თუ დეტალურად შესწავლილი იყოს შინაგანი ორგანოები, მედიკამენების მოხვედრის როლის მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, შედეგებს გაგაცნობთ“, - განაცხადა მან.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics