|
2020-07-23 15:11:24, 6788 ნახვა
სამხედრო
დასავლეთის სარდლობას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობას პოლკოვნიკი კობა გრიგოლია უხელმძღვანელებს. ახალი სარდალი ხონში, დასავლეთის სარდლობის შტაბს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა წარუდგინა. პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას მოადგილედ კი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე დაინიშნა. მანამდე პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას II ბრიგადის, ხოლო ვიცე-პოლკოვნიკ მალხაზ კალმახელიძეს III ქვეითი ბრიგადის მეთაურების თანამდებობები ეკავათ. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პოლკოვნიკებს ბრიგადების მეთაურობის თანამდებობაზე მუშაობის რანგში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და ახალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავდაცვის ძალების მეთაურმა ყურადღება მათ პროფესიონალიზმზე გაამახვილა. პოლკოვნიკი კობა გრიგოლია თავდაცვის ძალებში 2000 წლიდან მსახურობს. გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში სამხედრო განათლების მიღების შემდეგ, მან მსახური სამხედრო სადაზვერვო ძალების ქვედანაყოფში დაიწყო. კობა გრიგოლიას საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, იმყოფებოდა კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში. მიღებული აქვს მედლები „საბრძოლო დამსახურებისთვის“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე“ და „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“, ასევე I, II და III ხარისხის უწყებრივი მედლები თავდაცვის უწყებაში უმწიკვლო სამსახურისთვის. ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე საქართველოს თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს. 2015 წელს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში, სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობის უფროსი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა. მიღებული აქვს უწყებრივი მედლები „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“, „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედალი „მხედრული მამაცობისთვის“, სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის და სხვა ჯილდოები.
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)