|
2020-07-23 12:28:56, 2745 ნახვა
სამართალი
გურამ ამირხანაშვილს დღეს შსს-ში ელოდებიან - ოქროს მოწმემ არასრულწლოვანი ზ.ხ უნდა ამოიცნოს
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ოქროს მოწმეს დღეს შსს-ში ელოდებიან. გურამ ამირხანაშვილმა „ტოიოტა ქემრის“ მგზავრი არასრულწლოვანი ზ.ხ. უნდა ამოიცნოს. ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ამოცნობის პროცესი დაგვიანებულია. ის განმარტავს, რომ ამოცნობის პროცესი უნდა მომხდარიყო დაუყოვნებლივ, ახლა კი იმის, რომ ამირხანაშვილს დღემდე ზ.ხ.-ს ფოტო ნანახი არ ჰქონდეს, არ სჯერათ. „ამოცნობა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ ხო? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამირხანაშვილს რომ დღემდე ნანახი ჰქონდეს ზ.ხ.-ს ფოტოსურათი და არ იცოდეს როგორ გამოიყურება ამისი არავის არ გვჯერა. დაგვიბარეს გვითხრეს, რომ ამოცნობას დღეს ატარებს გამოძიება და მოვედით. მინდა მივმართო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ დროულად გამოავლინოს ის მოძალადე პოლიციელი, რომელმაც იძალადა არასრულწლოვანზე“, - განაცხადა გელხაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)