|
2020-07-22 13:06:25, 18758 ნახვა
ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ე.წ. გაჩიანის დასახლებაში მდებარე სამი სოფელი, შესაძლოა, კორონავირუსის საფრთხის გამო ჩაიკეტოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ გაჩიანის დასახლებაში მდებარე სამი სოფელი, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ ცხელ წერტილებს წარმოადგენს, შესაძლოა ჩაიკეტოს. გამყრელიძე მოუწოდებს გაჩიანის მოსახლეობას, რომ გამოიჩინონ მეტი დამყოლობა და დაეხმარონ ეპიდემიოლოგებს ფართომასშტაბიანი კვლევების წარმოებაში. „მოვუწოდებ გაჩიანის მოსახლეობას, გთხოვთ,დაგვყვეთ და მოგვცეთ საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ გაჩიანის თითოეული მოსახლე სამივე სოფლიდან, რათა ადრეულდ გამოვავლინოთ ინფიცირებულები, მოვახდინოთ მათი კონტაქტების იზოლირება კარანტინში და ინფიცირებულების მკურნალობა. ამით ჩვენ ადრეულ ეტაპზე ჩავაქრობთ ამ ცხელ წერტილს. არ გამოვრიცხავ რადიკალური ღონისძიების გატარებას, რომ რომ ჩაიკეტოს ეს სოფლები. თუ დამყოლობა არ იქნა ამ სოფლების მოსახლეობის მხრიდან, თუ არ მოგვეცა საშუალება, რომ ვაწარმოოთ ფართომასშტაბიანი კვლევები ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ვთხოვ მოსახლეობას, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)