11:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-22 11:49:41, 1774 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეებს 2018 წლის 10 აპრილამდე „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი ჯარიმები გაუუქმდათ

ყველა იმ პირს, რომელიც 2018 წლის 10 აპრილამდე კომპანია „სითი პარკმა“ დააჯარიმა, სანქციები გაუუქმდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა საქართველოს პარლამენტს მხარდაჭერისა და თანამდგომისთვის მადლობა გადაუხადა.

„იცით, რომ 2018 წლის 10 აპრილიდან ჩვენ ხელშეკრულება შევწყვიტეთ კომპანია „სითი პარკთან“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოქალაქეების არასწორი დაჯარიმება იყო. იმ მოქალაქეებს, რომელთა ჯარიმები ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, დაახლოებით, მილიონამდე ლარის ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ამნისტიის ინიციატივა მოვამზადეთ და პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მხარდაჭერა მოჰყვა. მინდა, პარლამენტის თითოეულ წევრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადავუხადო. ვფიქრობ, ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის ამნისტია, რომელიც განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics