12:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-21 17:16:36, 1707 ნახვა

საზოგადოება
ველური ბუნების ეროვნული სააგენტო გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი თევზის, ფარგას მოშენებასა და ბუნებაში აღდგენაზე მუშაობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო და ფონდი „გარემო და განვითარება” საქართველოში სრული გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი თევზის სახეობის - ფარგას (Lucioperca) მოშენების პროექტს ახორციელებს.

ფონდის „გარემო და განვითარება” თავმჯდომარის, თემურ ტყემალაძის ინიციატივით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 1000-მდე ერთეული 5-7 სმ. ლიფსიტა იქნა შემოყვანილი, რომლებიც ველური ბუნების სააგენტოში, სპეციალურად მოწყობილ ტბორში აგრძელებს ზრდას და მიაღწია 16-31 სმ-ს.

ველური ბუნების სააგენტოს მიზანია, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი თევზის, ფარგას სადედე ჯოგის მიღება, რომლის გამრავლების შემდეგ, მდინარე მტკვრის ზედა მხარისა და კრწანისის ტყეპარკის ტბორების დათევზიანება მოხდება.

ფარგა სპორტული თევზაობის საინტერესო ობიექტია. თუმცა, ბევრ ქვეყანაში სარეწაო მნიშვნელობასაც ანიჭებენ. ფარგას პოპულაცია საქართველოს წყლებში თითქმის გაწყდა, სწორედ ამიტომ, ფარგაზე თევზაობისას, მნიშვნელოვანია თევზაობის მეთოდის „დაიჭირე და გაუშვი” დაცვა.

 ველური ბუნების სააგენტოს, 2016 წლიდან, საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის თევზების მოშენებასა და ბუნებაში აღდგენაზე აქტიურად მუშაობს. სააგენტო გეგმავს, ფარგას, როგორც კასპიის ზღვის აუზის პოპულაციის, ასევე, შავი ზღვის აუზის ლიფსიტების შემოყვანას, გამრავლებას და ბუნებაში აღდგენას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics