|
2020-07-20 16:27:56, 4167 ნახვა
პოლიტიკა
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონო დაკავებებს მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრეს
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 44-ე სესიაზე, რომელზეც გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან" შესრულების ზეპირი ანგარიში წარადგინა, სიტყვით გამოვიდა ჟენევაში გაეროს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი, ალექსანდრე მაისურაძე. თავის გამოსვლაში ალექსანდრე მაისურაძემ ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ რთულ ვითარებაზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრების და თავისუფალი გადაადგილების უფლებების დარღვევაზე. მუდმივმა წარმომადგენელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკანასკნელ შემთხვევაზე, რომელიც ეხება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრას და უკანონო დაკავების ფაქტს. ალექსანდრე მაისურაძემ აღნიშნა, რომ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით საოკუპაციო ძალების მხრიდან ცეცხლის გახსნა წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშად დარღვევის მორიგ მაგალითს, ასევე პანდემიის პირობებში გლობალური მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოწოდების სრულ უგულებელყოფას. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, მიუხედავად COVID-19 პანდემიისა, რუსეთის ფედერაცია განაგრძობს დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებს საქართველოს წინააღმდეგ, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვის უკანონო პროცესის ინტენსიფიკაციით.საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გადასასვლელების ჩაკეტვამ და სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმამ, გამოიწვია ადგილზე მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესება და უდანაშაულო ადამიანების სიკვდილიანობის ზრდა. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი კომისრის ზეპირ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. კომისრის ოფისმა კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება, რომ მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ოფისის წარმომადგენლებს კვლავ არ ეძლევათ ადგილზე ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროებების შეფასების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. კომისრის ოფისმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე, 2014-2019 წლებში, სიცოცხლის ხელყოფის ოთხ შემთხვევაზე პასუხისმგებლობის ნაკლებობა აძლიერებს დაუსჯელობის გარემოს, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს არსებული დაძაბულობა და დარღვევები. რაც შეეხება უმაღლესი კომისრის წერილობით ანგარიშს რეზოლუციის "თანამშრომლობა საქართველოსთან" შესრულებისა და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ, ის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილ 45-ე სესიაზე წარედგინება.
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)