19:29 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-04 13:13:10, 503 ნახვა

საზოგადოება
თამარ სანიკიძე აბიტურიენტთა ჩარიცხვების თავიდან განხორციელებას სარისკოდ აფასებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესაძლო თავიდან განხორციელებას სარისკოს უწოდებს.

როგორც სანიკიძემ თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ჩარიცხვების თავიდან განხორციელება ბევრ სხვა სტუდენტს შეეხება, რომლებიც მას არ იმსახურებენ.

სანიკიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ლოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"დღეს უნდა ყოფილიყო შეხვედრა მაია მიმინოშვილთან. ძალიან მნიშვნელოვანია რა პოზიციას დააფიქსირებენ. ვფიქრობ, ეგ არის ძალიან რისკიანი თემა იმიტომ, რომ ძალინ ბევრ სხვა სტუდენტს შეეხება, რომლებიც ნამდვილად არ იმსახურებენ იმიტომ, რომ ყველაფერი გააკეთეს, არჩევანიც გააკეთეს და ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს სტუდენტები ყოფილიყვნენ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, იმსჯელებენ და ლოგიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. საუბარია ახალი რანჟირების დოკუმენტის შექმნაზე და არა გამოცდების თავიდან ჩაბარებაზე. რეგისტრაცია და გადანაწილება იქნება იმ სტუდენტებისა, ვისაც გამოცდები აქვთ უკვე ჩაბარებული",-განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ინფორმციისთვის, აბიტურიენტთა ჩარიცხვები, შესაძლოა, თავიდან განხორციელდეს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, თუკი ყველა მხარის (ზემდგომი უწყებების, უმაღლესი სასწავლებლების, აბიტურიენტების (ჩარიცხულებისიც) და მთლიანად საზოგადოების) თანხმობა იქნება, მზად არიან, ჩარიცხვების ხელახლა განხორციელების პროცესი დაიწყონ. მიმინოშვილი შექმნილ ვითარებაში სხვა გამოსავალს ვერ ხედავს, ვინაიდან მისი განმარტებით, გამონაკლისის, თუ ცვლილების დაშვებისას, მთავარია სამართლიანობის პრინციპის შენარჩუნება და ერთი ჯგუფის მოთხოვნის გათვალისწინება და მეორის იგნორირება, უსამართლობა იქნება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის თქმით, თუ ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ მოხდება, მაშინ აშშ დაბომბვას განაახლებს
ტერიტორია დაატოვებინეს აქტივისტს, რომელიც კობახიძის ბრიფინგის პარალელურად, კანცელარიასთან, საპროტესტო წარწერით მივიდა
2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო - პროექტის მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“
ბოლო 5 თვეში მდინარაძემ კობახიძისგან მე 5-ე, გენერალ-მაიორის წოდება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics