2020-07-18 18:24:23, 6193 ნახვა
რეგიონი
ქობულეთში, ზღვაში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
ქობულეთში, ზღვაში მაშველები ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ.
როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მდინარე კინტრიშის და ზღვის შესართავთან ორი არასრულწლოვანი და ერთი ახალგაზრდა მამაკაცი ბანაობდა. მათგან არასრულწლოვნები უკვე იპოვეს, თუმცა ახალგაზრდა მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
მათივე ცნობით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია ქობულეთისა და ბათუმის მყვინთავები.
ავტორი: ექსპრესნიუსი,