07:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-17 12:53:00, 3599 ნახვა

სამართალი
გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესხებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 13 იანვარს ქ. ფოთში, ზ.შ.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მეუღლის მიმართ წამება განახორციელა, რა დროსაც დანით მიაყენა ჭრილობები და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა ზ.შ. 2020 წლის 13 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ოჯახის წევრის წამება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ფოთის საქალაქო სასამართლომ ზ.შ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics