|
2020-07-17 12:26:01, 3444 ნახვა
სამართალი
შსს-ში შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ლუკა ბეჟანიშვილის სოციალური ქსელები დაათვალიერეს
შსს-ში შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ლუკა ბეჟანიშვილის სოციალური ქსელები „ფეიქსბუქი“ და „ინსტაგრამი“ დაათვალიერეს. ბეჟანიშვილის განცხადებით, მას დაურეკა ახვლედიანმა და წაყვანა სთხოვა, რის შემდეგაც მასთან ბეჟანიშვილმა სამი მანქანა გაგზავნა. „ნაცემი ვარ ჩამოდი და წამიყვანეო. მე ჩავედი და ვთხოვე ჩემს უბნელს ,რომელიც ტაქსისტია, რომ ჩამოეყვანა ვახო. ქათამაძეს ჩემთვის არ დაურეკავს, მაგრამ ზოგადად დარეკა“, - განაცხადა ბეჟანიშვილმა. ჟურნალისტის კითხვაზე, უსაუბრია თუ არა ახვლედიანთან გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ის პასუხობს რომ „ახვლედიანი იყო დამალული და რა იცოდა შაქარაშვილი გაუჩინარდა თუ არა“. „არა, ახვლედიანი იყო დამალული და რა იცოდა შაქარაშვილი გაუჩნარდა თუ არა. სხვებსაც მისდევდნენ მაგრამ არ გაუჩინარებულან“, - აცხადებს ბეჟანიშვილი. მისი ადვოკატის თემურ ადონია განცხადებით, ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ სოციალური ქსელების „ამ ეტაპზე იყო მხოლოდ „ფეისბუქისა და ინსტაგრამის დათვალიერება. სხვა რაიმე საგამოძიებო მოქმედება გამოკითხვა არ ყოფილა. ჩვენთვის უცნობია დაიბარებენ თუ არა ბეჟანიშვილს. ნებისმიერ შემთხვევაში მზად ვართ რომ ნებისმიერ კითხვაზე გავცეთ პასუხი“, - აცხადებს ადვოკატი. ცნობისთვის, ბეჟანიშვილი არის პირი, რომელმაც ვახტანგ ახვლედიანსა და გიორგი ქათამაძეს სამი მანქანა გაუგზავნა მცეთაში, რადგან თბილისში ჩამოსვლა მოეხერხებინათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)