|
2020-07-17 11:17:10, 3555 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელთან, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცთან და პროექტის - „სომხეთსა და საქართველოში მიგრანტთა უფლებებისა და დემოკრატიული მმართველობის გაძლიერება“ - ხელმძღვანელთან, მაია ვებლერთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა EMERGE პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობას. ნინო ცაციაშვილმა საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ასევე, ისაუბრა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე. EMERGE პროექტის მიზანია მიგრანტთა უფლებების დაცვისა და დემოკრატიული მმართველობის სფეროში სომხეთისა და საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება, დიალოგისა და თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი ფინანსდება ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)