|
2020-07-15 22:41:18, 3674 ნახვა
ომი უკრაინაში
აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა გამოცდას სამკურნალო სივრცეში ჩააბარებს
აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა გამოცდა სამკურნალო სივრცეში ჩააბარებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით, აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი დაუდასტურდა ერთიან ეროვნულ გამოცდებს მაინც ჩააბარებს. აბიტურიენტი გამოცდას მისივე სამკურნალო ადგილას ჩააბარებს ექიმებისა და გამოცდების ცენტრის წარმომადგენლის მეთვალყურეობის ქვეშ. ის ადგილზე, სადაც ინფიცირებული მკურნალობას გადის, უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი საგამოცდო გარემო. შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტს კორონავირუსი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დაუდასტურდა. მასთან ერთად საგამოცდო ოთახში მყოფი ცხრავე აბიტურიენტი საკარანტინე სივრცეში განთავსდა. მათ ყოველი გამოცდის წინ უტარდებით PCR ტესტი და საგნებს აბარებენ სპეციალურად გამოყოფილ საგამოცდო სივრცეში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)