07:28 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-15 12:21:04, 1851 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციური გაერთიანებიდან გასვლას არ აპირებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ დატოვებას არ აპირებს.

მისივე თქმით, თუ ცალკეულ პარტიას გაერთიანებიდან გასვლა უნდა, პრობლემა არ არის.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერი და რეალურად, მისი დაფუძნების მთავარი შემოქმედი. „ნაციონალური მოძრაობა“ არსად არ აპირებს გასვლას. „ძალა ერთობაშია“ იქნება იმ ფორმატში, როგორიც არის. პირიქით - კიდევ უფრო გაფართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და ცალკეული პირები, რომლებიც კიდევ უფრო გააძლიერებენ ოპოზიციურ ფლანგს. ხოლო თუ ცალკეულ პარტიას გასვლა უნდა, ესეც არ არის პრობლემა. პოლიტიკური ცხოვრება ყოველთვის არის მობილური და როგორც დიდი შოთა რუსთაველი იტყოდა: „იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა“. შეუძლებელია “ძალა ერთობაშია“ წარმოვიდგინოთ “ნაციონალური მოძრაობის” გარეშე. “ძალა ერთობაშია” არ დაიშლება. ეს იმას ნიშნავს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” იქნება ამ ძალიან კარგი და საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, წარმატებული გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი. ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, თუ ვინმეს უნდა, ალიანსის დატოვება, ამას პრობლემად არ განვიხილავთ. თუმცა, სასურველია, სრული შემადგენლობოთ შენარჩუნება. ასე რომ გადართოვდება, შემოგვიერთდებიან სხვა პარტიები და შესაძლებელია სხვა პირებიც”,- განაცხადა გოცირიძემ.

ჟურნლისტის კითხვაზე, რომ  შესაძლოა, თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ გაერთიანება დატოვონ, გოცირიძემ უპასუხა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილია, გაერთიანებაში ყველა დარჩეს.

ცნობისთვის, „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-დან „ნაციონალური მოძრაობის“ გასვლის თაობაზე საუბრობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics