06:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-14 13:38:11, 1117 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ - მსგავსი რეგულაცია რომ გქონოდათ, ვერ მიყიდიდით სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთს

„ქართული ოცნება“ ატერორებს ბიზნესს - ესაა „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსში პიარული თავხედობა, ოღონდ ამას ნაცები ამბობენ“  ,-ასე უპასუხა ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით  „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.

როგორც მდინრაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში რომ ყოფილიყო მსგავსი რეგულაცია, ეს გასაუქმებელი ექნებოდათ, რადგან სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს ვერ მიყიდდნენ.

„რაც შეეხება კომუნიკაციებს. ამაზეც გეტყვით. თქვენ მგონი მართლა რაღაც იმედი გაქვთ ერთმანეთს რომ ელაპარაკებით ხოლმე პარტიაში, არ გაწყობთ მსგავსი რეგულაციის განხილვაც კი. თეორიულადაც არ გინდათ დაშვება ამის, იმიტომ, რომ როგორც გააკეთეთ 2012 წლამდე სტრატეგიული ობიექტების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი მიყიდეთ რუსებს და ვითომ ანტირუსულ კამპანიებს თქვენ ალაგებთ ამ ქვეყანაში, ეს გინდათ ალბათ გააგრძელოთ და  ეს გაწუხებთ და ეს შინაგანი შფოთვები გაქვთ და როცა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეა ლაპარაკი, რას ქვია ამ თემას განიხილავთო, რას ქვია ეროვნული ინტერესებიდან გამოდიხართო ამბობთ.  აი აქ ხართ დღემდე და ვერ ხვდებით, რომ ამას ვეტყვით ხალხს და ხალხიც გაიგებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics