|
2020-07-13 23:19:33, 15937 ნახვა
ომი უკრაინაში
WHO - კორონავირუსის ეპიცენტრი არიან ქვეყნები, სადაც ქვეყნის ლიდერები ჩვენ რჩევებს არ ითვალისწინებენ
"კორონა ვირუსის ეპიცენტრი არიან ქვეყნები, სადაც ქვეყნის ლიდერები ჩვენ რჩევებს არ ითვალისწინებენ " , - ამის შესახებ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე დოქტორმა ტედროსმა განაცხადა. მათ ასევე დაასახელეს ის ქვეყნები და მიზეზები, რომლებიც კორონა ვირუსის მხრივ რეგრესს განიცდიან. "ლიდერების შერეული მესიჯები ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას, რომ პანდემია კონტროლდებოდეს. ამერიკაში გარკვეული ზომების შემცირებამ და ზოგიერთი ტერიტორიების გახსნამ განაპირობა "ინტენსიური გადაცემა". აშშ-ში დაფიქსირდა შემთხვევების ზრდა, ჯანმრთელობის ექსპერტებსა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის დაძაბულობის ფონზე" , - განაცხადა დოქტორმა ტედროსმა. მან ასევე ისაუბრა ლათინურ ამერიკაში არსებულ სიტუაციაზეც. "ლათინურმა ამერიკამ დაადასტურა კორონა ვირუსთან დაკავშირებული 14 5000-ზე მეტი გარდაცვალება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს რიცხვი უფრო მაღალია არასაკმარისი ტესტირების გამო. დაღუპულთა ნახევარი ბრაზილიაში იყო, სადაც პრეზიდენტი ჯაირ ბოლსარარო წინააღმდეგია ვირუსის გავრცელების შემცირების მკაცრ ზომებს" , - განაცხადა დოქტორმა ტედროსმა. მან, მის კოლეგებთან ერთად, კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკის ქვეყნებს გაითვალისწინონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და მითითებები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)