13:58 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 19:48:04, 3882 ნახვა

მსოფლიო
ჟოზეფ ბორელი ერდოღანს - ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს უნდობლობას, ხელს შეუწყობს რელიგიურ თემებს შორის უთანხმოებას

"ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს უნდობლობას, ხელს შეუწყობს რელიგიურ თემებს შორის უთანხმოებას" , - ამის შესახებ ევროკავშირის კომისარმა ჟოზეფ ბორელიმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საკითხებზე გამართული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება უარყოფითად იმოქმედებს თანამშრომლობის კუთხით.

"მნიშვნელოვანი საკითხი იყო აია-სოფიას ტაძარი. საბჭომ დაგმო თურქეთის გადაწყვეტილება ასეთი ღირსშესანიშნაობის მეჩეთად გადაქცევის შესახებ. ეს გადაწყვეტილება აუცილებლად გამოიწვევს უნდობლობას, ხელს შეუწყობს რელიგიურ თემებს შორის უთანხმოებას და უარყოფითად იმოქმედებს ჩვენ ძალისხმევაზე დიალოგთან და თანამშრომლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბორელიმ.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა 10 ივლისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics