18:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-13 15:55:02, 1644 ნახვა

სამართალი
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ გარდაბანში მომხდარი ხულიგნობის და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ ქ.გარდაბანში მომხდარი ხულიგნობის და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 8 პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გენერალურმა პროკურატურამ განუცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონული სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 2 ივლისს ქ.გარდაბანში, სოფელ ვახტანგისის მცხოვრებლებმა ა.ა.-მ, მ.ჯ.-მ და გ.ჯ.-მ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და სოფელ ნაზარლოს მკვიდრს ა.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ასევე, 2020 წლის 4 ივლისს, აღნიშნულ დანაშაულში მონაწილეებმა, სხვა პირებთან ერთად, რკინის ხელკეტებითა და პლასტმასის ჯოხებით გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს ცენტრში მდებარე ს.გ.-ს კუთვნილი კაფე დაარბიეს, ხოლო ს.გ.-ს მიმართ ძალადობა განახორციელეს.

აღნიშნული ქმედების საპასუხოდ, იმავე დღეს, გარდაბნის რაიონის სოფელ ნაზარლოს მცხოვრებლები: ს.ვ., ე.ი., ჯ.გ., კ.ს. და ა.ი., სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ სოფელ ვახტანგისის მკვიდრის მ.ჯ-ს კუთვნილ ავტომობილს, რომელიც დააზიანეს და შემდეგ ამოატრიალეს.

სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე 8 პირი 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს.

პროკურატურამ მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით  (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ხულიგნობა) წარუდგინა.

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics