09:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 19:46:15, 2795 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, მამისა და ბაბუის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" გენერალურმა პროკურატურამ აცნობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევმა გ.ო-მ 2020 წლის 07 ივლისს, ღამის საათებში, მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში, წარსულში არსებული წყენის გამო, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით მამას - ა.ო.ს და პაპას - გ.ო.-ს, დანით, მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ო და გ.ო. ადგილზე გარდაიცვალნენ.

სამართალდამცველებმა გ.ო. 2020 წლის 09 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' და „ე" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის, ორი პირის მიმართ, არაერთგზის) წარუდგინა.  

ბრალდების მხარემ უკვე მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს გ.ო.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება. გ.ო.-სთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics