17:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 17:50:58, 3291 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის თანახმად, ვაჟა-ფშაველას გამზირის ერთ-ერთ ცენტრალურ ზოლში 4 200-მდე კვ.მ ფართობის დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყობა.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო სივრცე კომპლექსური ატრაქციონებით, დასასვენებელი პავილიონი და სხვა ურბანული ავეჯი. მოეწყობა განათების ქსელი, ბილიკები, დაიგება კენჭის ხალიჩის, ასევე, კაუჩუკის მონოლითური საფარი დრენაჟის ფუნქციით. სკვერში დაირგვება სხვადასხვა სახის მცენარე და ბალახი.

რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

„კეთილმოწყობილი და გამწვანებული დასასვენებელი სივრცეების შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. ამიტომ ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. მიმდინარე წელს, სკვერი უკვე 14 მისამართზე განვაახლეთ და მოვაწყვეთ. ამჟამად, კიდევ სამი დასასვენებელი სივრცის პროექტი მიმდინარეობს. მათ შორის, არის ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალი. აღნიშნულ ზოლში არსებული სკვერისგან ფაქტობრივად, არაფერი იყო დარჩენილი. ჩვენი პროექტის შედეგად კი, ადგილობრივებს შეეძლებათ დასვენება ლამაზ და კეთილმოწყობილ გარემოში“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ. 

აღნიშნული სკვერის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 300 000-მდე ლარს შეადგენს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics