17:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 17:12:21, 3029 ნახვა

საზოგადოება
შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, ოჯახის პოზიციაა, რომ ყველა დამნაშავე, მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.

როგორც ნიკოლაძემ განაცხადა, პროკურატურის მიერ შემოთავაზებული მუხლის კვალიფიკაცია სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ოჯახი კონკრეტული დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

„ამ ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად არის დადასტურებული, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. მოკლეს ჩვენი შვილი და შემდგომში ის გადააგდეს მდინარე არაგვში. ყველა დაზიანება, დაახლოებით 12 სახის, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს იმას უტყუარად, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოჰყვა გიორგი მდინარეში გადაგდება. წარმოუდგენელია და გამორიცხულია ის, რომ ეს დაზიანებები, რომელიც ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული მიდგეს ადამიანს თუნდაც იმ ფერდობზე ჩაგორებით, სირბილის დროს ან წაქცევის დროს. ეს არის წარმოუდგენელი, რადგან დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან დამთავრებული ტანის არეში, ხელების მიდამოებში და ყველგან.

შესაბამისად, ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო. ეს კვალიფიკაცია, რომელიც უკვე შემოგვთავაზა პროკურატურამ, ბუნებრივია, კარგია. ეს არის სისხლის სამართლის სწორი კვალიფიკაცია, თუმცა ჩვენ ვითხოვთ კონკრეტული დამნაშავეების დასჯას ამ მუხლით ანუ საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლით. შესაბამისად, ველოდებით როდის იქნება წარდგენილი კონკრეტული ბრალდებები გამოძიების ფარგლებში და როდის დაისჯებიან დამნაშავეები გიორგის განზრახ მკვლელობის გამო“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.  

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პასუხი დღეს გახდა ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics