17:56 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-02 18:01:33, 501 ნახვა

საზოგადოება
ცხრა პრობაციონერი სოციალურ საწარმოში დასაქმდა

შიდა ქართლის პრობაციის ბიუროსა და „გორის სანერგე მეურნეობას” შორის თანამშრომლობის ფარგლებში, გორელი პირობით მსჯავრდებულები სოციალურ საწარმო „მწვანე ოჯახში“ დასაქმდნენ.
როგორც “ექსპრესნიუსს“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან აცნობეს, სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახი“, რომელიც სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის განვითარებაზეა ორიენტირებული, მიზნად ისახავს წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელთა ჩაბმას შრომით თერაპიაში და მათ რეაბილიტაციას.
 შესაბამისად, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროში შეირჩა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლებული ცხრა პირობით მსჯავრდებული, რომლებმაც რისკებისა და საჭიროებების შეფასების პროცესში დასაქმების მაღალი მოტივაცია დააფიქსირეს.
უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოციალური საწარმოს ადმინისტრაციამ პრობაციონერებთან, დამხმარე სპეციალისტების პოზიციებზე, ექვსთვიანი ხელშეკრულებები გააფორმა. მათი ვადის ამოწურვის შემდეგ, იმ თანამშრომლებთან, ვინც მოვალეობის შესრულებისას თავს გამოიჩენს, უფრო გრძელვადიანი შრომითი კონტრაქტი დაიდება. დასაქმებულები, პირველ ეტაპზე, ხელფასის სახით 380 ლარს მიიღებენ.
სოციალური საწარმო „მწვანე ოჯახის“ პროექტის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ნარკოტიკული დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერთა კიდევ ორი ჯგუფი დასაქმდება.
პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით 2013 წელს 124 პრობაციონერი დასაქმდა. 2014 წელს – 145, ხოლო მიმდინარე წელს უკვე დასაქმებულია 72 პრობაციონერი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე: ქვეყანა სწორედ 2012 წლიდან დაადგა შეუქცევადი განვითარების გზას და იქცა სახელმწიფოდ, რომლის ამოსავალი წერტილი ადამიანია,
ფაშინიანი ხელახლა არჩევის შემთხვევაში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის დაბეგვრას გეგმავს
EBRD-ის, ADB-ისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, რეგიონული კონფერენცია „Digital Trade for Growth in the Middle Corridor : Foundations, Finance and Adoption“ გაიმართა
ევროსაბჭოს კომისარმა საქართველოს ხელისუფლებას შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics