|
2020-07-10 13:49:07, 3118 ნახვა
პოლიტიკა
სუს-ის უფროსის მოადგილე - გასულ წელს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, გასულ წელს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების, შეზღუდვა უკანონო დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია. ამის შესახებ ხოჯევანიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის განხილვისას პარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. „გასული წლის განმავლობაში საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა სხვადასხვა ხელოვნური ბარიერის შექმნა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციას ადგილი ჰქონდა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთზე, რაც გამოიხატებოდა მავთულხლართების, ღობეებისა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებით, ასევე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვით და სხვა დესტრუქციული ქმედებებით. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის დესტრუქციული შედეგების მკაფიო დადასტურებაა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებული მოვლენები. სოფელ ჩორჩანაში საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელდა საოკუპაციო ხაზთან მძიმე ტექნიკის განთავსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მობილიზება, უკანონო ინსტალაციების აღმართვა და სხვა პროვოკაციული აქტივობები“, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშში. როგორც სუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით მოხდა პროცესის უმაღლეს საერთაშორისო დონეზე განხილვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)