17:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-10 13:34:04, 3000 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით ფერმერები შეუფერხებლად სარგებლობენ

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“  ფარგლებში,  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

10 ივლისის მონაცემებით:

  • სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  70,000-ზე მეტ   ფერმერს უკვე  დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 14 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.
  • აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე  90,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა.  ფერმერებმა 25,000 ტონაზე მეტი  მოცულობის  აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები  მიიღეს. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად,  3 მლნ-მდე ლარი დაზოგეს.
  • აგროდაზღვევის  პროგრამის ფარგლებში გაცემულია 14,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 15,000 ჰექტრამდე მიწის ფართობი, ხოლო დაზღვეული მოსავალის ღირებულება 134  მილიონ ლარს აღემატება.
  • მერძევეობის  დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი. 
  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1317 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 24 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 1,9 მლნ ლარს აჭარბებს
  • აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 380-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics