|
2020-07-10 11:10:38, 16060 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან, 3 სატვირთოს მძოლია, ერთი საკარანტინე სივრციდანაა, ერთის წყარო კი, უცნობია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 3 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო ერთის ინფიცირების წყარო უცნობია. მისი თქმით, დღევანდელი მონაცემებთ კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 112 ინფიცირებული. „ამ 5 ახალი შემთხვევიდან 3 გახლავთ სატვირთო ავტომანქანების მძღოლები, 1 გახლავთ საკარანტინე სივრციდან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, 1 შეთხვევის ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება წყაროს დადგენის თვალსაზრისით. ჩვენ გუშინ გვყავდა 22 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა მხოლოდ ერთი და გაეწერა. შეგვემატა 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა და ორივე სატვირთო ავტომანქანების მძღოლები არიან. მათი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. საერთოდ, სტაციონარში არსებული სიტუაციაც უცვლელია და დაავადების პროგრესირება არც ერთ პაციენტთან არ შეინიშნება. გამომდინარე აქედან, მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)