17:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-09 18:10:57, 2638 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახური სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ ინფორმაციას მეწარმეებს აცნობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს საჯარო ფორმატში მეწარმეებთან შეხვედრებს, რომლის მიზანია, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის შესახებ საქართველოს მთავრობისა და კერძო სექტორის თანამშრომლობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გაცნობა.

გადასახადების ადმინისტრირების განახლებულ წესებს თბილისსა და თელავში რეგისტრირებული კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ.

შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომან ბუღაძემ, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანიების წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური განმარტება და წარუდგინეს პრეზენტაცია იმ მარეგულირებელი ნორმების შესახებ, რომლის მიხედვითაც მარტივდება დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის პროცედურა.

განახლებული წესების მიხედვით:

  • გადასახადის გადამხდელების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებებიდან, ერთ ობიექტზე დღეში ერთხელ განცხადების განხილვა განხორციელდება უსასყიდლოდ, თუ ამ განცხადებით ჩამოსაწერი საქონლის ღირებულება არ აღემატება 100 ლარს;
  • საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად (თვეში ერთი ანგარიშგებით), საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე, ჩამოწერონ გასული თვის განმავლობაში დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი;
  • დგინდება  სურსათის დანაკარგების ოდენობა  სავაჭრო ობიექტებისთვის, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით.

ზემოაღნიშნული საკითხების მარეგულირებელი ნორმები, მათ შორის, ინფორმაცია 100 ლარამდე ღირებულების საქონლის ჩამოწერის განცხადებების საფასურისაგან გათავისუფლების თაობაზე (საქართველოს მთავრობის N96 დადგენილება), საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის საქონლის ჩამოწერის გამარტივებული წესების თაობაზე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N994 ბრძანება) და სავაჭრო ობიექტებისთვის სურსათის დანაკარგების თაობაზე (შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება N16117) განთავსებულია შემდეგ ბმულებზე:

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2800?publication=90

https://matsne.gov.ge/ka/document/view/1167835?publication=110

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?doc_id=10948

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics