|
2020-07-09 12:04:01, 16183 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი კი საკარანტინე სივრციდანაა
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 შემოტანილი, 1 კი საკარანტინო სივრცეში დადასტურებულია. მისი თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით, 22 პაციენტი მკურნალობს. „ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 3-ით გაიზარდა. ამ 5 ახალი შემთხვევიდან 4 არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული და 4-ვე არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 1 არის საკარანტინო სივრცეში დადასტურებული. ჩვენთან 1 გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 1 ახალი პაციენტი და კვლავ 22 დადასტურებული შემთხვევა რჩება. პაციენტების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)