16:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-08 11:31:22, 3837 ნახვა

რეგიონი
შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გრძელდება. შპს „საქართველოს მელიორაცია“  გორის მუნიციპალიტეტში ტირიფონის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებლის რებილიტაციას ახორციელებს.  

პროექტი სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსხური მხარდაჭერით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც 22 კმ სარწყავი არხი რეაბილიტირდება.

სამუშაოები ითვალისწინებს   მაგისტრალური არხის 8,6 კმ-იანი მონაკვეთის წმენდას, ხოლო 13,4 კმ-ზე   რკინაბეტონის ღარებისა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოწყობას.   

ჩატარებული სამუშაოები  სოფელ   ქვემო არცევის, დიდი გარეჯვარის, პატარა გარეჯვარის, სათემოს, ციცაგიანთკარის  525 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.

პროექტის ღირებულებაა   2 817 000 მლნ ლარი.

შიდა ქართლში საირიგაციო სისტემებზე დასრულებულ და  მიმდინარე პროექტებს შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი დავით წითლიძე და   შიდა ქართლის მხარის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი     გაეცნენ.

ტირიფონის სარწყავ სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები  2020 წელს  დასრულდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics