11:01 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-07 15:05:29, 1982 ნახვა

სამართალი
ბორცვაძე - თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით, არასწორი ჩვენება მისცა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა,  თუ რა რეაგირება მოჰყვება გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩვენებების შეცვლას და აღნიშნა, რომ ამ საკითხს შესწავლა სჭირდება.

„გიდასტურებთ, რომ გარკვეული წინააღმდეგობები ჩვენებებში არის, მაგრამ ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა იქნას შესწავლილი და შეფასდეს. თუ დადასტურდება, რომ რომელიმე მოწმემ შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით მისცა არასწორი ჩვენება, ბუნებრივია, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ, აქ გასამიჯნია კონკრეტული - ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური, ამ ფაქტორსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.   გასამიჯნია ეს სხვაობები ჩვენებებს შორის. რა თქმა უნდა, მე არავის ხელს არ დავაფარებ არც ერთ საქმეზე.თუ არის შეგნებულად, მართლმსაჯულების ხელის შეშლის მიზნით განხორციელებული, რა თქმა უნდა, ამას შესწავლა სჭირდება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება“, - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics