2015-09-01 17:42:57, 354 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტს განიხილავენ
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვეტოს საფუძველზე წარდგენილ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების სახით ჩამოყალიბებულ კანონპროექტს განიხილავენ.
როგორც ცნობილია, 31 ივლისს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი და მისგან გამომდინარე კანონთა პაკეტი უკან დაუბრუნა.
ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე და მისგან გამომდინარე 13 თანმდევ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კომიტეტის სხდომაზე ამწუთებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხელიძე წარადგენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან