|
2020-07-06 19:34:39, 2259 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი - ქართველი მეწარმეები ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ საზღვრების გახსნით შემოსავალი მოემატებათ
„ქართველი მეწარმეები ცდებიან თუ ჰგონიათ, რომ საზღვრების გახსნით შემოსავალი მოემატებათ“ , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკას სერიოზული პრობლემების აქვს და საზღვრების გახსნის შემთხვევაში ეს უფრო დიდი პრობლემა გახდება. “მინდა ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა - თუ ვინმეს ჰგონია, რომ გახსნის შემთხვევაში მათ შემოსავლები მოემატებათ, ცდებიან. კოვიდის გავრცელების პირობებში ისე შეიზღუდება ეკონომიკური აქტივობა, რომ ჩვენ გავაუარესებთ ეკონომიკურ მდგომარეობას. ჩვენ დღეს გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკონომიკაში, მცირდება, მინუსდება როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, ვფიქრობთ რომ -6 პროცენტზე ავა, თუმცა უკონტროლო გახსნის შემთხვევაში, -6 კი არა -7 და -8% იქნება. ამით არის გამოწვეული ის სიფრთხილე, რომელსაც საქართველოს მთავრობა იჩენს” , - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)