|
2020-07-06 18:24:21, 2448 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა თურქეთის რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და COVID-19-ით შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების ფონზე გატარებული ღონისძიებების აღსრულების მექანიზმებზე. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან მეგობრული და გამჭვირვალე ურთიერთობა. საბაჟო ფორმალობების გამარტივების, ეფექტური კონტროლისა და დროის დაზოგვის მიზნით, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თურქეთის რესპუბლიკასთან. ორ სახელმწიფოს შორის სახმელეთო გზით გადაადგილებული საქონლის შესახებ მონაცემების გაცვლა მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს”, - განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ. როგორც მან აღნიშნა, საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი ქვეყანა, სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში, საკარანტინე ნორმების სრული დაცვით ახორციელებს ტვირთების გადაადგილებას, ხოლო სურსათისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის, საბაჟო საზღვარზე ტრანზიტული გადაადგილება სწრაფად, გამარტივებულად და შეუფერხებლად მიმდინარეობს. მან თურქულ მხარეს მადლობა გადაუხადა აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ვიდეოკონფერენციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)