|
2020-07-06 15:34:54, 2993 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება ე.წ 25 მეტრიანი ბარიერის შესახებ ცინიკური ჩანაწერია
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილება ე.წ 25 მეტრიანი ბარიერის შესახებ ცინიკური ჩანაწერია, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე ირაკლი კობახიძის ინიციატივას. მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა. „ყველაფერი რაც იყო წინასაარჩევნო კოდექსში, ფაქტობრივად, დარჩა იგივე. რაც შეეხება 25 მეტრიან ბარიერს ეს არის ცინიკური ჩანაწერი, რომლიც მიხედვითაც 25 მეტრის მანძილზე არ შეიძლება, რომ ვიღაც ფიზიკურად შეეხოს ამომრჩეველს და თუ 25 მეტრის მანძილზე არ შეიძლება ეს მაშინ 80 მეტრის მანძილზე შეიძლება? საარჩევნო უბანზე არ უნდა ჭაჭანებდეს არავინ, ეს არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა მემორანდუმის გაფორმება რაღაც 25 მეტრიან დისტანციაზე სისულელეა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსზე სააგიტაციო მასალის გამოქვეყნება ან ამომრჩევლის შეფერხება იკრძალება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)