10:22 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 15:10:52, 2093 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი“ ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო

„ვითიბი“ ბანკი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთო. საქართველოს მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით, თუ ის 2020 წლის ბოლომდე, ნებისმიერი დეველოპერული კომპანიისგან, შეიძენს ბინას და სესხის თანხა არ აღემატება 200 000 ლარს. სესხის სუბსიდირება გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის 4%-ით თანადაფინანსებას 5 წლის ვადით.

„ვითიბი“ ბანკში იპოთეკური სესხის განაკვეთი ლარში 7%-დან (ეფექტური 7.9%-დან) იწყება. სესხის ვადა კი 20 წლამდეა.

პროგრამის ფარგლებში პროცენტის სუბსიდირება შესაძლებელია ერთზე მეტი ბინის შეძენის შემთხვევაშიც, თუ სესხების ჯამური თანხა არ აღემატება 200 000 ლარს.

„ვითიბი“ ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ განაცხადა: ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, ერთის მხრივ, ის ხელს შეუწყობს დეველოპერული სექტორის განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, შეიძინოთ უძრავი ქონება ისტორიულად მინიმალური საპროცენტო განაკვეთით ლარში. ვითიბი ბანკი ძალიან ბევრ დეველოპერულ კომპანიასთან თანამშრომლობს, ჩვენ კლიენტს ვთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე საუკეთესო ვარიანტის შერჩევას და სასურველი ბინის შესაძენად სესხის გაცემას გულისხმობს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics