03:04 - 25 Jul, 2026
|
2020-07-06 14:48:31, 16651 ნახვა
ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათგან 1 ინტენსიურ თერაპიას საჭიროებს
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, ამ ეტაპზე მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მისივე თქმით, 1 პაციენტი ინტენსიურ თერაპიას ამ დრომდე საჭიროებს. „ამ წუთისათვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დადასტურებული კოვიდინფექციით 7 პაციენტი იმყოფება. მათგან 6 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რაც შეეხება ერთ პაციენტს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა ჩვენთან, ის მოხსნილია მართვითი სუნთქვიდან, მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თუმცა ჯერჯერობით ინტენსიურ თერაპიას და დაკვირვებას საჭიროებს. დღეს გაკეთდა 3 ტესტი, პასუხებს ველოდებით და ვნახოთ შემდგომში რამდენი პაციენტის გამოჯანმრთელებას დავადასტურებთ“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)