20:28 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-06 11:30:41, 1842 ნახვა

საზოგადოება
მაღალი ტემპერატურის გამო, 2 აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ დაუშვეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2 აბიტურიენტი გამოცდაზე  მაღალი ტემპერატურის გამო არ დაიშვა.

მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით გამოცდაზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.

„უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ამ ეტაპზე ვიცით ის, რომ გამოცდაზე გამოცხადდა აბიტურიენტების 93%. გვქონდა დაგვიანების 2 შემთხვევა. სარეზერვო სივრცეში განთავსდა ჯამში 4 აბიტურენტი. რაც შეეხება გამოცდაზე მაღალი ტემპერატურის გამო არ დაშვების ფაქტს, ასეთი 2 შემთხვევაა მთელი საქართველოს მასშტაბით, ორივე შემთხვევაში იყო 38 გრადუსამდე ტემპერატურა. ასევე, 175-ე სკოლაში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში იყო ემოციურ ფონზე ტემპერატურის მომატების ფაქტი, იყო დასაშვები ტემპერატურა, ექიმმა ნახა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეშვა აპლიკანტი საგამოცდო ცენტრში“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე თქმით, რამდენიმე საგამოცდო ცენტრში უკვე ჩართულია კონდიციონერი.

„რამდენიმე სხვა საგამოცდო ცენტრში უკვე ჩართულია კონდიციონერები და ასეთ შემთხვევებში აბიტურიენტებს პირბადეები უკეთიათ“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელიც 25 ივლისამდე გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics