11:02 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-05 17:31:10, 3128 ნახვა

სამართალი
ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს ჩემპიონს, დანარჩენ ოთხ ბრალდებულთან ერთად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს ჩემპიონსა და ევროპის ვერცხლის პრიზიორს, დანარჩენ ოთხ ბრალდებულთან ერთად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესი ამ წუთებში დასრულდა და განაჩენი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გამოიტანა.

ბრალდებულების ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ. მათ მიაჩნიათ, რომ სასამართლოს შუამდგომლობა გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით უნდა გაეთვალისწინებინა, რადგან დაკავებულები ნასამართლევები არ არიან.

შეგახსენებთ, რომ გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი დაკავებული საქართველოს  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი იური ლომაძე არის.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics