11:02 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-04 16:16:05, 3132 ნახვა

სამართალი
დავით მუმლაძის გარდაცვალების საქმეში ბრალდებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა, ერთი პირი კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, დავით მუმლაძის მკვლელობის, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთისა და უკანონო თავისუფლების აღკვეთის ხელშეწყობაში ბრალდებული ექვსი პირის მიმართ განაჩენი გამოიტანა.

მოსამართლემ ბრალდებულ ზურაბ ჯღარკავას 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. მკვლელობაში ბრალდებული კიდევ ერთი პირი - გიორგი ასათიანი კი, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდანვე გაათავისუფლა. ამასთან, დავით მიროტაძესა და მიხეილ ღუბიანურს 10-10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ, დიმიტრი დუღაშვილსა და გიორგი გეთაშვილს კი, 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.

მოკლული დავით მუმლაძის ოჯახის წევრებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რასაც სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი 2019 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი, ძებნა გამოცხადდა. ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს.

დავით მუმლაძის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედებოდათ ბრალად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს – დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცველ დიმიტრი დუღაშვილს – ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს – უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ხელშეწყობა.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს რამდენიმე დღე ეძებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics