2020-07-04 16:01:13, 4412 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიის პრეზიდენტი - კორონავირუსის დამარცხება კარანტინის დაწესებით შეუძლებელია
ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს განცხადებით, კარანტინის დაწესებით კორონავირუსის ინფექციის დამარცხება შეუძლებელია, რის გამოც კანონს, რომელიც პირბადის ტარებას მაღაზიებში, ეკლესიებსა და სკოლებში სავალდებულოს ხდიდა, ვეტო დაადო.
მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი კანონი იმდენად მკაცრი იყო, რომ შესაძლო იყო ბრაზილიის მოქალაქეები დაეჯარიმებინათ იმის გამო, რომ ისინი სახლში პირბადეს არ ატარებდნენ.
ვეტოს დასაძლევად კონგრესს 30 დღეა აქვს.
ბრაზილია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილზეა. ქვეყანაში სულ 1 545 458 ინფიცირების, ხოლო 63 295 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან