|
2020-07-04 12:40:56, 2919 ნახვა
საზოგადოება
შაშკინი - ფიტნეს და სპორტულ ცენტრებში დასაქმებულ, უმუშევრად დარჩენილ 900-მდე ადამიანს, მთავრობამ უნდა უპასუხოს, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ფიტნეს და სპორტულ ცენტრებში დასაქმებული 900-მდე ადამიანი 3 თვეა უმუშევრები არიან და მათ მთავრობამ პასუხი უნდა გასცეს, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას. როგორც შაშკინმა განაცხადა, „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი ხალხის იგნორია. „ძალიან ცოტა დრო დარჩათ ხელისუფლებაში ყოფნის და გააორმაგეს ჯიბეების გასქელება. მათ ხალხის პრობლემების მოსასმენადაც კი არ რჩებათ დრო. ბოლო თვეების განმავლობაში ორჯერ ჩატარდა საპროტესტო აქცია. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. ისინი ითხოვდნენ ერთადერთ რამეს - პასუხს იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებთ. ეს ხალხი არ მოიხმარს ნარკოტიკებს, არ იპარავს, არ ძარცვავს ბიუჯეტს, თავიანთი რთული შრომით ცდილობენ შეინახონ ოჯახები. დაახლოებით, 900 ადამიანი დასაქმებული იყო ფიტნეს და სპორტულ ცენტრებში და უკვე 3 თვეა უმუშევრები არიან. მათ არ ჰყავთ ოჯახები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მინისტრებისგან განსხვავებით, მილიონებს ჩუქნიან. ისინი თავისი შრომით ცდილობენ ოჯახების შენახვას. ეს ხალხი ითხოვს ერთადერთ რამეს - გასცენ პასუხი, როდის შეძლებენ მუშაობის განახლებას. რატომაა ევროპაში და ამერიკაში, სადაც პანდემიის მხრივ გაცილებით რთული ვითარებაა, სპორტდარბაზები გახსნილი?! ექიმების მოთხოვნებისა და რეკომენდაციების დაცვით ეს დარბაზები მუშაობენ და რატომ ვერ ახერხებს იგივეს საქართველოს ხელისუფლება?! რატომ მისცეს დარბაზებს უფრო მეტი რისკ დატვირთვა, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სავაჭრო ცენტრებს, ბაზრებს?! უნდათ პასუხის მიღება, მათი მოთხოვნა დარბაზების ხვალვე გახსნა კი არა, უბრალოდ პასუხია - როდის შეძლებენ და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იმუშაონ. მთავრობამ მათ პასუხი უნდა გასცეს ან შესთავაზოს ადეკვატური კომპენსაცია“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)