|
2020-07-04 11:25:29, 13489 ნახვა
ომი უკრაინაში
ეზუგბაია - კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ინფიცირებულები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა შემოტანილია. მისი თქმით, ინფიცირებული პაციენტები სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 106 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 87%-ზე მეტია. ახალი სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, სამივე შემოტანილია. სამივე გახლავთ სატვირთო ავტომანქანის მძღოლები. სამი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, ერთი ჩვენთან მოთავსდა. ამ დროისთვის ჩვენთან არის 24 დადასტურებული შემთხვევა. გუშინ, მონიტორინგით ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა ჩვენს ცენტრში, რომელიც დღეს დატოვებს ალბათ ცენტრს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა უცვლელია, საშუალო სიმძიმისაა. ახალი პაციენტის მდგომარეობაც არ არის მძიმე. ჩატარებული კვლევებით ჯერჯერობით მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმით ფასდება. თუ პირველი კვირის განმავლობაში დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება, ამ შემთხვევაში დარჩება მდგომარეობა უცვლელი და გამოჯანმრთელება დაიწყება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)