03:50 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-03 16:11:14, 4236 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე გახარიას - შეგვეძლო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურისტები მიგვეღო, ამის სანაცვლოდ კი ჩაგვკეტეთ

„ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითიც გამოეხმაურა საზრვრების გაუხსნელობის საკითხს.

ვაშაძის თქმით, შეგვეძლო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურისტები მიგვეღო, ამის სანაცვლოდ კი ხელისუფლებამ საზღვრები ჩაკეტილი დატოვა.

„გაგვაგებინეთ რა გინდათ? ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში? აღარაფერი არ მუშაობს, წარმოუდგენელი ვითარებაა. ერთი, რომ საზღვრები დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის და მეორე- ბანკები, რომლებიც ახრჩობენ ადამიანებს და გაზრდილ პროცენტებს სთავაზობენ გადავადების სანაცვლოდ. რისთვის გვჭრდება ხელისუფლება და მთავრობა?

ევროკავშირმა შეგვიყვანა „მწვანე ქვეყნების“ სიაში. დღეს ჩვენ შეგვეძლო, რომ მიგვეღო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურისტები ქვეყანაში და ევროპისთვის გაგვეხსნა საზღვრები, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩაგვკეტეთ და გინდათ, რომ პირდაპირ ამოგვახრჩოთ შიმშილში“,  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics