|
2020-07-02 17:44:55, 3823 ნახვა
პოლიტიკა
კანდელაკი - ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათმობა „ქართული მარშისთვის“, ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია
ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დათმობა „ქართული მარშისთვის“, ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა. კანდელაკი მიმართავს განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რათა არ მოხდეს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ღონისძიების გასამართად ნებართვის გაცემა „ქართული მარშისთვის“. „მსურს „ევროპული საქართველოს“ სახელით გამოვეხმაურო ცნობას, რომ საგურამოში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი დაეთმო ექსტრემისტულ, პრო-რუსულ და „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულ ძალადობრივ დაჯგუფებას ქართულ მარშს, რაც თავისთავად შეურაცხმყოფელია ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტი მოქალაქისთვის. ილია ჭავჭავაძე იყო ამ ქვეყნის ისტორიაში მთავარი ლიბერალი და მედასავლეთე, ვინც დაუსახა საქართველოს გზა დასავლურ ოჯახში დაბრუნებისკენ. მინდა მივმართო განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, რომ არ მოხდეს ამ ნებართვის გაცემა და არ მიეცეს უფლება ამ ანტიდასავლურ დაჯგუფებას გამართოს ეს სამარცხვინო ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში. ცხადია, რომ სიტყვისა და გამოხატვის, თავისუფლების კანონით ყველას აქვს გამოხატვის უფლება, მათ შორის ამ ჯგუფსაც, მაგრამ საზოგადეობის უმრავლესობის უფლებაა მოითხოვოს ეს მუზეუმი არ დაეთმოთ. ე.წ. ქართული მარში არის არა მხოლოდ ძალადობრივი, არამედ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ისინი გამოდიოდნენ საერთო კამპანიით საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, - განაცხადა კანდელკმა. შეგახსენებთ, რომ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში ,,ქართული მარშის” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)