10:29 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 15:37:38, 3421 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა - ნამახვანი ჰესი იმპორტულ ელექტროენერგიაზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ენერგოსისტემის მდგრადობას შეუწყობს ხელს

ნამახვანჰესის მშენებლობა უდიდესი, ისტორიული პროექტია ენერგეტიკოსებისთვის, შესაბამისად, მთლიანად საქართველოსთვის - 800 მლნ დოლარზე მეტი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდება. ეს არის შენატანი ჩვენს ადგილობრივ ენერგოგენერაციაში, რომელიც შეამცირებს ჩვენს იმპორტზე დამოკიდებულებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.


მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება მცირე ჰესებზეც. კერძოდ, მან ისაუბრა მსხვილი ამერიკული საინვესტიციო ფონდის „ცერბერუს ჯგუფის" ინვესტიციაზე, რომელიც საქართველოს მცირე ენერგეტიკაში ხორციელდება.

ნათია თურნავას განცხადებით, ფონდი გეგმაზომიერად ზრდის თავის პორტფელს საქართველოში მცირე ელექტროსადგურებში - ჰესების დადგმულმა სიმძლავრემ 50 მეგავატს უკვე გადააჭარბა, ახლა იგეგმება დამატებით 2 სადგურის მშენებლობა.

„ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რადგანც ჩვენ ვითხოვთ ინვესტორისგან, რომ უფრო მეტი ჰქონდეს დიალოგი მოსახლეობასთან, ამ დიალოგის ნაკლებობის გამო შეფერხდა ბევრი პროექტი, მაგრამ გვაქვს წარმატებული მაგალითებიც", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
აშშ-ს სურს ჰორმუზის სრუტისთვის ახალი კოალიციის შექმნა - The Wall Street Journal
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics