|
2020-07-02 12:50:53, 3827 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს საკუთარ თავზე ირგებს, რათა კვლავ შეძლოს მანიპულაციები და გაყალბება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს საკუთარ თავზე ირგებს, რათა კვლავ შეძლოს მანიპულაციები და გაყალბება. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს. „ფაქტობრივად, „ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ირგებს საკუთარ თავზე, რათა კვლავ შეძლოს მანიპულაციები, კვლავ შეძლოს გაყალბება, მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება და კიდევ უფრო ზღუდავს მედიის თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ამას მხარს არ დავუჭერთ და ჩვენ ყველანაირად მივიტანთ ჩვენს აზრს საერთაშორისო პარტნიორებთან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)