12:39 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 12:01:56, 3500 ნახვა

სამართალი
შსს-მ თბილისში ყაჩაღობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ლ. ყაჩაღობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული ა.შ. - დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად 2300 ლარი, ხოლო ავტომანქანის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი ამოიღეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მ.ლ. მიმდინარე წლის 25 ივნისს, ფონიჭალაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 18 168 ლარის ოდენობით.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს 2300 ლარი,. ა. შ.-ს ავტომანქანის ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი ნივთი , რომელიც მოწმის - ნ. ა.-ს ჩვენებით, მ.ლ.-მ ყაჩაღობის შემდგომ გადასცა ა.შ.-ს.

პოლიციამ მოწმე ნ.ა.-ს ბინის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით მედიკამენტები ამოიღო. მისი განმარტებით, აღნიშნული მედიკამენტები მ.ლ.-მ მიმდინარე წლის 20 ივნისს, ერთ-ერთ აფთიაქზე ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცა და შესანახად გადასცა მას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
სუს-ში მდინარაძის ყოფილი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უხელმძღვანელებს
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics