16:14 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-02 10:51:32, 4497 ნახვა

რეგიონი
ბესარიონ სიმონიშვილი იმერეთის რეგიონში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა  თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებთან შეხვედრები გამართა.

სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები მოინახულა, დევნილთა პრობლემებს პირადად გაეცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

ბესარიონ სიმონიშვილმა შეხვედრის მონაწილე დევნილებს  განსახლების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციას მიაწოდა. სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლომდე იმერეთის რეგიონში, ქუთაისსა და წყალტუბოში, დევნილ ოჯახებს, ჯამში, 385 ბინა გადაეცემათ.

დევნილთა სააგენტოს წარმომადგენლებმა იძულებით გადაადგილებულ პირებს საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული პროგრამებიც გააცნეს. უახლოეს დღეებში, „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამა“ დაიწყება, რომლის დახმარებითაც, 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილები თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით გრანტებს მიიღებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics